წყალტუბოს „სამგურალი“ საქართველოს კრისტალბეთ ეროვონული ლგის მომდევნო სამ საშინაო მატჩს ცარიელი ტრიბუნების ფონზე გამართავს. იმერული გუნდის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა დასაჯა.
როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, „დინამო თბილისთან“ (2:0) მატჩში გულშემატკივრებსა და თბილისელთა გუნდის წარმომადგენელებს შორის დაპირისპირება მოხდა. თუმცა, „სამგურალი“ ამ ფაქტს უარყოფს და გადაწყვეტლების გასაჩივრებას აპირებს.
თუმცა, ამ პროცედურას დრო დასჭირდება და 7 მაისს, „სამგურალი“ „თელავს“ ფანების გარეშე უმასპინძლებს.