ფეხბურთი

22:15 | 4.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: "თავდაჯერებულებმა უნდა ვითამაშოთ, ისე შანსი არ გვექნება"

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის „რეალთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდი თავდაჯერებული უნდა იყოს.

„ეს არის ნახევარფინალი, პლეი-ოფის მატჩი, ამიტომ, წნეხი მაღალია. გარკვეული ნდობისა და საკუთარი ძალების რწმენის გარეშე, შანსი არ გვექნება. არ ვარ დარწმუნებული, რომ „რეალი“ კვლავ 5-3-2 სქემით ითამაშებს, მათ შეუძლიათ 4-3-3 ტაქტიკის გამოყენება. ეს გადაწყვეტილება თამაშში ცვლილებებს შეიტანს, მაგრამ ჩემი აზრით, გადამწყვეტი არა „რეალის“ სქემა იქნება, არამედ ჩვენ როგორ ვითამაშებთ.

მთავარი, რაც ამ პერიოდში ვისწავლეთ, საკუთარი შესაძლებლობების რწმენაა. ნახევარფინალში ვართ და ეს სრულიად დავიმსახურეთ. სერხიო რამოსი თუ ითამაშებს? არ ვიცი, რთული შეკითხვაა. რა თქმა უნდა, სხვაობა იქნება თუ ითამაშებს, რადგან ბოლო წლების ყველაზე წარმატებული გუნდის კაპიტანია. თუმცა, ამაზე საუბარს აზრი არ აქვს, ვფიქრობ პირველივე წუთიდან ითამაშებს და ამისთვის უნდა მოვემზადოთ“, - თქვა ტუხელმა.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი მატჩი 1:1 დასრულდა, ხოლო საპასუხო თამაში 5 მაისს, ლონდონში თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

0.118951