საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის BMW Open-ის ჩემპიონობის შემდეგ მადრიდის ტურნირში ჩაერთო, მაგრამ პირველი წრეში ასპარეზობას გამოეთიშა.
ნიკოლოზი რეიტინგის 35-ე ნომერ ბენუა პერის გაეჯიბრა და ორ სეტში 4:6, 5:7 დამარცხდა. ქართველმა ჩოგბურთელმა საკუთარ ჩაწოდებაზე საკმაოდ სუსტად ითამაშა და მეტოქემ ამ შეხვედრაში 5 ბრეიკი შეასრულა, რამაც მატჩის ბედი გადაწყვიტა.
ნიკოლოზმა თამაში სუსტად დაიწყო, 0:3 ჩამორჩა, მერე ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ 4:5-ზე თავისი ჩაწოდება დათმო და სეტიც წააგო. მეორე სეტში ტაიბრეიკთან ახლოს იყო, თუმცა პერიმ ბრეიკი 6:5-ზე შეასრულა და თამაშიც მოიგო.
ნიკოლოზმა 3 ეისი შეასრულა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო ფრანგმა 14 ეისი და 9 ორმაგი შეცდომა მიითვალა. თამაში საათსა 14 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი - ბენუა პერი 0:2 (4:6, 5:7)