ფეხბურთი

19:35 | 4.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ კოვიდრეგულაციები დაარღვია და თანაგუნდელები სახლში დაპატიჟა

„ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ კოვიდრეგულაციები დაარღვია, რამაც ესპანეთში დიდი სკანდალი გამოიწვია.

არგენტინელმა ფეხბურთელმა საკუთარ ვილაში გუნდის მთელი შემადგენლობა დაპატიჟა და მათთან ერთად მოილხინა. ესპანეთში არსებული რეგულაციებით კი ვახშამზე 6 ადამიანზე მეტის შეკრება დაშვებული არ არის.

Marca-ს ცნობით, ლა ლიგამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო და ააა გამორიცხული, როგორც მესის, ისე „ბარსელონას“ სანქციები დაეკისროს.

0.11478