ფეხბურთი

20:12 | 4.05.2021 | ნანახია 547 - ჯერ

"ემპოლი" სერია A-ში დაბრუნდა

„ემპოლი“ სერია A-ში დაბრუნდა. ტოსკანურმა გუნდმა სერია B-ს სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ოფიციალურად გაინაღდა პირველი ადგილი. ალესიო დიონისის გუნდმა შინ „კოზენცა“ 4:0 გაანადგურა, 70 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ „სალერნიტანას“ 7 ქულით უსწრებს.

ისე კი, მეორე ადგილიც სერია A-ს საგზურის მომტანია და „სალერნიტანაც“ ძალიან ახლოსაა ელიტასთან, სადაც ბოლოს 1998-1999 წლების სეზონში თამაშობდა. სალერნოელები ორი ქულით უსწრებენ მესამე-მეოთხე ადგილოსან „მონცასა“ და „ლეჩეს“, ბოლო ორ ტურში კი უმოტივაციო, უკვე აღზევებულ „ემპოლის“ და ბოლოსწინა ადგილზე მყოფ „პესკარას“ ხვდებიან, ამდენად ყველაფერი მათ ხელშია.

„სალერნიტანა“ მეორე ადგილზე დღეს, 36-ე წუთის შემდეგ გადავიდა, თვითონ „პორდენონე“ 97-ე წუთზე გატანილი გოლით 2:1 დაამარცხა, ხოლო „ლეჩემ“, რომელიც ქულით უსწრებდა, „მონცასთან“ 0:1 წააგო, თუმცა ეს გუნდებიც ბრძოლაში რჩებიან და „სალერნიტანას“ მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებაინ.

ცნობისთვის, მესამე-მერვე ადგილოსნები პლეი-ოფში სერია A-ს ერთი საგზურისთვის ითამაშებენ. „ემპოლი“ კი ელიტაში ორწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:23 | 04.05.2021
welder (1068)

მჭედლიძე არ ბრუნდება?

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.127503