ფეხბურთი

17:26 | 4.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჟოზე მოურინიო მომდევნო სეზონიდან იტალიურ კლუბს გაწვრთნის

იტალიური „რომას“ მთავარ მწვრთნელა ჟოზე მოურინიო დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია რომაული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

„ჯალოროსიმ“ დღეს დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს გუნდს პაულუ ფონსეკა დატოვებს, ახლა კი ისიც დაადასტურეს, რომ მას ჟოზე მოურინიო შეცვლის. ეს მოულოდნელი ინფორმაციაა, რადგან იტალიური პრესა ამის შესახებ პრაქტიკულად არაფერს წერდა, უფრო მეტიც, თითქმის გადაწყვეტილად წერდნენ, რომ მაურიციო სარის „რომაში“ დანიშვნა გადაწყვეტილი იყო.

თუმცა, „მგლები“ მოურინიომ ჩაიბარა, რომელიც მუშაობას ზაფხულიდან შეუდგება და გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა. ამრიგად, პორტუგალიელი სპეციალისტი იტალიაში 11-წლიანი პაუზის შემდეგ იმუშავებს.

ჟოზე მოურინიო ბოლოს ლონდონის „ტოტენჰემში“ მუშაობდა, ხოლო მანამდე „მანჩესტერსა“ და „რეალს“ ავარჯიშებდა. იტალიას „განსაკუთრებული“ კარგად იცნობს და 2008-2010 წლებში მილანის „ინტერში“ წარმატებული პერიოდი ჰქონდა, რადგან „ნერაძურის“ 45-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. ჟოზეს განსაკუთრებით წარმატებით ლონდონის "ჩელსისა" და "პორტუში" უმუშავია, ხოლო კარიერის საწყის ეტაპზე ლისაბონის "ბენფიკას" და "ლეირიას" ავარჯიშებდა.

0.115592