სხვა

14:40 | 4.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჭიკაძე პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, რომელიც UFC-ის TOP 10-ში შევიდა
მერაბ დვალიშვილმა მე-11 პოზიციაზე გადაინაცვლა

გიგა ჭიკაძე პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, რომელიც უ-ეფ სის წონითი კატეგორიის TOP 10-ში შევიდა. 32 წლის სპორტსმენი რეიტინგში 4 პოზიციით დაწინაურდა.

მან 2 დღის წინ შერეულ საბრძოლო ჩემპიონატში მე-6 ბრძოლა გამართა და ქაბ სვანსონს წუთსა და 3 წამში ნიკაუტით მოუგო და დაუმარცხებელ ასპარეზობას აგრძელებს.

ასევე რეიტინგში პროგრესი განიცადა კიდევ ერთმა ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა, რომელმაც ქვემსუბუქ წონაში მე-12 პოზიციიდან მე-11 ადგილზე აინაცვლა.

დვალიშვილმა ასევე 2 მაის კოდი სტამანს მოუგო, საერთო ჯამში კი უ-ეფ-სიში ჩატარებული 8 ბრძოლიდან 2 მარცხის საპირისპიროდ 6 გამარჯვება აქვს.

0.124744