ფეხბურთი

15:56 | 4.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

სარი, დიდი ალბათობით, „რომას“ ჩაიბარებს

„იუვენტუსის“ ყოფილი დამრიგებელი, მაურიციო სარი, დიდი ალბათობით, მალე „რომას“ მთავარი მწვრთნელი გახდება - გვამცნობს Sport Mediaset.

წყაროს ინფორმაციით, იტალიელი სპეციალისტი „მგლებთან“ კონტრაქტის გაფორმებასთან ძალიან ახლოსაა. მისმა აგენტმა უკვე ყველაფერი მოაგვარა, ხელშეკრულება ორწლიანი იქნება და წელიწადში ჯამაგირად 4 მილიონ ევროს მიიღებს, ბონუსების გარეშე. მხოლოდ ხელმოწერაღა დარჩა.

წინა დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჟოზე მოურინიუს გათავისუფლების შემდეგ, სარის „ტოტენჰემიც“ იწვევდა. ასევე წერდნენ, რომ იტალიელმა „ფიორენტინას“ წინადადებაზე თქვა უარი.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ სარი თანამდებობიდან შარშან ზაფხულს დაითხოვა.

0.112917