ფეხბურთი

14:17 | 4.05.2021 | ნანახია NaN - ჯერ

სოლომონ კვირველია რუსეთის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი საბა კვირკველია რუსეთის პრემიერლიგის 28-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. „როტორის“ მცველმა ბოლო ტურში „ახმატთან“ მატჩი შესანიშნავად ჩაატარა და საკუთარ გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.

"გასულ ტურში კვირკველიამ თავის კარიერაში რეკორდული ავტოგოლი მიითვალა, თუმცა ამჯერად ის იდეალური და საიმედო იყო. მოიგო ყველა საჰაერო ორთაბრძოლა და არანაკლებ დამაჯერებელი იყო მიწაზეც. დროულად ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას და ერთი ერთზე თავის მოტყუების უფლებას არავის აძლევდა. გამოცდილი მცველი „როტორს“ მშრალი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა, რითიც პრემიერლიგაში დარჩენის შანსს ინარჩუნებენ. „ახმატთან“ მატჩში კვირკველიას ანგარიშზე 5 მოგებული ინდივიდუალური ორთაბრძოლა, 2 შეტევა, 2 ჩაჭრაა“, - დაწერა football.kulichki.net-მა.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის კვირკველია „როტორში“ იჯარით თამაშობს და მიმდინარე სეზონში ვოლგოგრადული“ კლუბის რიგებში 17 შეხვედრა ჩაატარა, უშუალოდ ქართველი ფეხბურთელის კლუბს 28 ტურის შემდგომ 21 ქულა აქვს და მე-14 პოზიციაზე იმყოფება. რუსეთის პრემიერლიგის დასრულებამდე 2 ტური დარჩა და „რორორი“ ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

07:22 | 05.11.2020
araza-1918 (6330)

ლორია -კაკაბაძე კაშია კვერკველია ტაბიძე- კანკავა კვეკვესკირი- კვარაცხელია ყაზაიშვილი ოქრიაშვილი-ქვილითაია ზამენაზე დვალი ხოჭოლავა დავითაშვილი გვილია შენგელია

18:22 | 04.11.2020
Shevche (15054)

100 მაგალითი რომ გიდევს ცხვირწინ, რომ ასეთი ამბები ყველა ტყუილი გამოდგა და 101-ეს მაინც იჯერებ... მარაზმია უკვე, რა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06014