რამდენიმე დღე და სტარტს აიღებს ჯირო დ’იტალია, 2021 წლის სეზონის პირველი ველომარათონი. გასული სეზონისგან განსხვავებით, წელს რბოლა ჩვეულ დროს, მაისში ჩატარდება.
რბოლა დროზე ინდივიდუალური რბოლით იწყება და მთავრდება. მისი მარშრუტი ისეა შედგენილი, რომ მონაწილეებს სამთო ეტაპების გავლა ძირითადად ბოლო ეტაპებზე მოუწევთ. მიმომხილველთა შეფასებით, წლევანდელი ჯირო, ტურ დე ფრანსზე რთული სამთო მონაკვეთებით გამოირჩევა.
ფავორიტები არიან „ინეოს გრენადერსის“ კოლუმბიელი ეგან ბერნალი, ვისაც 2019 წელს ტურ დე ფრანსი აქვს მოგებული. ის მთავარი ფავორიტია, მაგრამ ბოლო დროს წელის ტკივილი აწუხებს, რამაც არაერთხელ შეუშალა ხელი. მეორე ფავორიტია ბრიტანელი საიმონ იეიტსი (ტიმ ბაიკექსჩეინჯი), ვისაც 2018 წელს ჯიროზე სამი ეტაპი აქვს მოგებული და იმავე სეზონში, ვუელტას ჩემპიონი გახდა.
მეამე ფავორიტია ბელგიელი სენსაცია რემკო ევენპოელი (დესონინკ-ქვიკ-სტეპი). ფავორიტთა შორის არიან „ბორა-ჰანსგროს“ გერმანელი ემანუელ ბუხმანი და ბრიტანლი ჰიუ კართი (EF ედუქეიშენ-ნიპო), ვინც 2020 წელს ვუელტა მესამე ადგილზე დაასრულა.
ჯირო 2021-ის ეტაპები
8 მაისი, 1-ლი ეტაპი: ტურინი-ტურინი (8.6 კმ, დროზე ინდ. რბოლა)
9 მაისი, მე-2 ეტაპი: სტუპინიჯი - ნოვარა (179 კმ, დაბლობი)
10 მაისი, მე-3 ეტაპი: ბიელა - კანალე (190 კმ, გორაკი)
11 მაისი, მე-4 ეტაპი: პიაჩენცა - სესტოლა (186 კმ, გორაკი)
12 მაისი, მე-5 ეტაპი: მოდენა - კატოლიკა (175 კმ, დაბლობი)
13 მაისი, მე-6 ეტაპი: გროტე დი ფრასასი - ასკოლი პიჩენო (160 კმ, გორაკი)
14 მაისი, მე-7 ეტაპი: ნოტარესკო - ტერმოლი (181 კმ, დაბლობი)
15 მაისი, მე-8 ეტაპი: ფოჯა - გვარდია სანფრამონდი (170 კმ, დაბლობი)
16 მაისი, მე-9 ეტაპი: კასტელ დი სანგრო - კამპო ფელიჩე (160 კმ, მთები)
17 მაისი, მე-10 ეტაპი: ლ’აკვილა - ფოლინიო (139 კმ, დაბლობი)
18 მაისი, პირველი დასვენება
19 მაისი, მე-11 ეტაპი: პერუჯა - მონტალჩინო (162 კმ, გორაკი)
20 მაისი, მე-12 ეტაპი: სიენა - ბანიო დი მონანია (209 კმ, გორაკი)
21 მაისი, მე-13 ეტაპი: რავენა - ვერონა (198 კმ, დაბლობი)
22 მაისი, მე-14 ეტაპი: ჩიტადელა - მონტე ზონკოლანი (204 კმ, მთები)
23 მაისი, მე-15 ეტაპი: გრადო - გორიცია (146 კმ, გორაკი)
24 მაისი, მე-16 ეტაპი: საჩილე - კორტინა დ’ა,პრცო (212 კმ, მთები)
25 მაისი, მეორე დასვენება
26 მაისი, მე-17 ეტაპი: კანაცეი - სეგა დი ალა (193 კმ, მთები)
27 მაისი, მე-18 ეტაპი: როვერეტო - სტრადელა (231 კმ, მთები)
28 მაისი, მე-19: აბიატეგრასო - ალპე დი მერა (176 კმ, მთები)
29 მაისი, მე-20 ეტაპი: ვერბანია - ვალე სპლუგა - ალპე მოტა (164 კმ, მთები)
30 მაისი, 21-ე ეტაპი: სენაგო - მილანი (29.4 კმ, დროზე ინდ. რბოლა)