ავტოსპორტი

2:55 | 4.05.2021 | ნანახია 1487 - ჯერ

რაიკონენის შეცდომა საჭის ეკრანზე მონაცემების შემოწმებამ გამოიწვია

კიმი რაიკონენმა პორტუგალიის რბოლის დასაწყისში მომხდარი ინციდენტის გამო, რომლის შემდეგაც რბოლას დაზიანებული მანქანით გამოთიშა, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. „ალფა რომეოს“ მრბოლმა განაცხადა, რომ იმ მომენტში, საჭეზე მონაცემებს ამოწმებდა და გადამრთველით მანიპულირებას ცდილობდა.

მეორე წრის დასაწყისში, სტარტ-ფინიშის სწორზე მოძრაობისას, რაიკონენი თანაგუნდელ ანტონიო ჯოვინაცის მიჰყვებოდა. მან სლიპსტრიმით გასწრება სცადა, რა დროსაც, წინა მარჯვენა ფრთით, ჯოვინაცის მანქანის უკან მარცხენა ბორბალს შეეჯახა.

ფრთა გატყდა და რაიკონენის მანქანის ცხვირის ქვეშ გაიჭედა. რაიკონენმა ტემპი დააგდო და როდესაც პირველ მოსახვევს მიუახლოვდა, შენიშნა, რომ მოხვევა შეუძლებელი იყო. ამიტომ მანქანა ტრასის მიღმა გადაიყვანა და გაჩერდა. ბედად, ჯოვინაცის ბორბალი არ დაზიანებულა და მან რბოლა გააგრძელა.

„ეს ჩემი შეცდომა იყო. საჭეზე რაღაცას ვამოწმებდი, რაღაცის შეცვლას ვაპირებდი. რაღაც ისე ვერ გავაკეთე და ისევ საჭეს დავხედე, რა დროსაც შეჯახება მოხდა. ასე რომ, მთლიანად ჩემი შეცდომა იყო“, - ამბობს რაიკონენი.

როცა რაიკონენი მე-13 მოსახვევს გადიოდა, „ალფა რომეოს“ სარბოლო ინჟინერმა ჟულიან სიმონ-შოტემპსმა რაიკონენს რადიოთი ამცნო, რა მანიპულაციები უნდა შეესრულებინა. ფინელს პირველ ცდაზე რაღაც არ გამოუვიდა, სწორზე გასვლის შემდეგ კი გადამოწმება სცადა და ამ დროს ჯოვინაცის დაეჯახა.


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:17 | 21.07.2019
sabonis (9584)

რას ბჭობთ ხალხო, რა აზრი აქ ვისთან მოვხდებით მაინც გასულები ვართ, პირიქით გვაწყობს რაც შეიძლება ძლიერ გუნებთა მოვხდეთ, რომ გუნდი გაძლიერდეს დაეტად შეთამაშდეს.

17:17 | 20.07.2019
romeoromeo1989 (79)

ისიც დაგეწერათ მეოთხე კალათიდან ფინეთი ან პოლონეთი რო შეგვხვდება

13:19 | 20.07.2019
dinamo222 (8587)

იმიტომაა უკრაინაქ ჩვენზე წინ რომ წინა ჩემპიონატზე სამარცხვინოდ წავაგეთ მაგათთან@ აი ამიტომაცაა !!

18:37 | 19.07.2019
dubligi (1489)

და რატოა უკრაინა მე-3 და ჩვენ მე-5-ში..რა იდიოტური სისტემა აქვთ

18:23 | 19.07.2019
dinamo222 (8587)

სერბეთი საბერძნეთო ლატვია ფინეთი ჰოლანდია შვეცია და მერვედან სულ ერთია აი ეს იქნება მაგარი შედეგი ჩვებთვის

13:57 | 20.07.2019
jikha (947)

სერბეთის გარდა ეს გუნდები ჩვენთან ვერ იქნებიან. ჯგუფი იქნება ოთხგუნდიანი და ჩვენთან (ე.ი. მე-5 კალათა) მოხვდება თითო გუნდი პირველი, მე-4 და მე-8 კალათიდან

18:17 | 19.07.2019
Tsikura (85)

უკრაინა მესამე კალათაში?? საოცრებაა

17:37 | 19.07.2019
mikamika (1780)

წარმატებები ჩვენ ნაკრებს! იმედია ამ ჩემპიონატზე განსაკუთრებულ შედეგს ვაჩვენებთ.

17:36 | 19.07.2019
mikamika (1780)

მე-3 კალათის 2 გუნდთან (ლატვია, უკრაინა) სუპერ დადებითი ბალანსი გვაქვს და მე-4 კალათიდანაც გერმანიის გარდა ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე გვჯობს.

0.107261
1487