ფეხბურთი

20:17 | 3.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: "იუვენტუსის" დომინაცია პატივისცემას იმსახურებს, ჩვენ კი ორ წელში ეს სამეფო დავანგრიეთ"

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ სკუდეტოს მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, „იუვენტუსის“ 9-წლიანი დომინაცია პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ მისი მეფობის დამსრულებელმა „ინტერმაც“ პატივისცემა დაიმსახურა.

„უპირველეს ყოვლისა, ვფიქრობ, რომ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ დომინაციას, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში გრძელდებოდა. „იუვემ“ განსაკუთრებული რამ გააკეთა და ზედიზედ 9 სკუდეტო მოიგო. ამავე დროს, პატივისცემას ის გუნდიც იმსახურებს, რომელმაც სამეფო ტახტიდან ჩამოაგდო. ვიცოდით, რომ ეს ძალიან რთული იქნებოდა, მაგრამ ორი წელიწადში მივუახლოვდით „იუვეს“ და წელს ვაჯობეთ.

ჩემი მომავალი „ინტერში“? ახლა ამ გამარჯვებით ვტკბებით, რომელიც ამდენი ოფლისა და თავგანწირვის შედეგად მოვიდა. ზეიმი სწორია, შემდეგ კი იქნება დრო, რომ ერთმანეთს დაველაპარაკოთ და ყველასთვის საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღოთ“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერმა“ სკუდეტო 2010 წლის შემდეგ პირველად და ისტორიაში მე-19-ედ მოიგო, ხოლო 2011 წლის შემდეგ ზოგადად პირველი ტიტული მოიპოვა.

0.112214