ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას გოლი აპრილის საუკეთესოებში დაასახელეს. საუკეთესოს გულშემატკივარი პრემიერლიგის ოფიციალურ გვერდზე გამოავლენს, არჩევანის გაკეთება კი, 24, 25, 26 და 27 ტურში გასული გოლებიდან მოუწევთ.
რაც შეეხება ახალგაზრდა შემტევის გოლს, ხვიჩამ 3 აპრილს „სოჭის“ წინააღმდეგ შეხვედრაში გაიბრწყინა და საკუთარ გუნდს სწორედ მისმა გოლმა მოაგებინა.
აღსანიშნავია ისიც, რომ სიაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გიორგი მელქაძე მოხვდა, რომელმაც ულამაზესი მაკრატელათი „ხიმკის“ გაუტანა.