საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიუნხენის ტურნირზე ჩემპიონობის შემდეგ ATP-ის რეიტინგში დაწინაურება მოახერხა.
29 წლის ქართველის აქტივში 1850 ქულაა და რეიტინგში ოთხი საფეხურით წინ წაიწია და 35-ე ადგილიდან 31-ე პოზიციაზე აღზევდა.
შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიუნხენში ხუთი შეხვედრა გამართა და ჩემპიონი სეტწაუგებლად გახდა. ქართველმა ჩოგბურთელმა კარიერაში მეხუთე ტიტული მოიგო, მიუნხენამდე მას ორჯერ ჰამბურგის, ხოლო თითოჯერ პეკინისა და დოჰას ტურნირი ჰქონდა მოგებული.
აქვე გეტყვით, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენიდან მადრიდში გადაინაცვლებს, სადაც მადრიდის ტურნირის პირველ წრეში 3 მაისს ფრანგ ბენუა პერის დაუპირისპირდება.