ფეხბურთი

20:28 | 2.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლევან შენგელიას გოლი თურქეთის სუპერლიგაში (+VIDEO)

თურქეთის ჩემპიონატში „ქონიასპორის“ ქართველმა ფეხბურთელმა ლევან შენგელიამ გოლი გაიტანა. 39-ე ტურში ლევანის გუნდმა „კარაგუმრუკი“ 5:1 გაანადგურა და მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა.

შენგელია თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო და ბოლო წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 25 წლის ქართველი მეკარესთან პირისპირ გავიდა და გატანა არ გასჭირვებია. მან მიმდინარე სეზონში მეხუთე გოლი მიითვალა, გარდა ამისა 3 საგოლე პასიც აქვს გაკეთებული (31 თამაშში).

„კარაგუმრუკის“ რიგებში არ უთამაშია ვატო არველაძეს. „ქონიასპორი“ სატურნირო ცხრილში 45 ქულით მე-11 პოზიციაზე იმყოფება.

0.109082