ფეხბურთი

19:44 | 2.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ამსტერდამის "აიაქსი" ნიდერლანდების ჩემპიონია

ნიდერლანდების ჩემპიონი ამსტერდამის „აიაქსია“. ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა 31-ე ტურში „ემენს“ უმასპინძლა და როგორც მოსალოდნელი იყო, ადვილად 4:0 დაამარცხა.

შედეგად, სეზონის ფინიშამდე 3 ტურით ადრე ამსტერდამელებმა ტიტული გაინაღდეს, რადგან პსვ ეინდჰოვენთან 14-ქულიანი უპირატესობა აქვთ და ცხადია, კონკურენტი აღარ ჰყავს.

ერიკ ტენ ჰაგს გუნდმა ჩემპიონის ტიტული 2019 წლის შემდეგ დაიბრუნა, ხოლო ქვეყნის ჩემპიონობას ისტორიაში 35-ედ დაეუფლა.

თეგებიაიაქსი
0.114241