ჟოზე მოურინიო იტალიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს, იმ შემთხვევაშიც თუ წინადადება „ინტერის“ მეტოქე გუნდებიდან იქნება. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ამის შესახებ The Sun-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ინტერში“ ყველაფერი მოვიგე და განსაკუთრებული სიყვარულია, მაგრამ თუ ერთ დღეს იტალიაში წასვლა და მისი მეტოქე გუნდის გაწვრთნა მომიწევდა, ორჯერ არ დავფიქრდებოდი. მე ეს პროფესიონალური მიდგომა მაქვს და ასე თავს კარგად ვგრძნობ“, - თქვა მოურინიომ.
შეგახსენებთ, ჟოზე მოურინიო „ტოტენჰემიდან“ ცოტა ხნის წინ დაითხოვეს და ამჟამად თავისუფალია. პორტუგალიელი „ინტერს“ 2008-2010 წლებში წვრთნიდა და ყველა მნიშვნელოვანი ტიტული მოაგებინა, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგა.