ფეხბურთი

0:24 | 2.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

კარაგერი: „ლივერპულის“ მთავარი პრობლემა - შემტევი ტრიოა“

„ლივერპულის“ ლეგენდარული მცველი, ამჟამად კი ტელეექსპერტი, ჯეიმი კარაგერი, ფიქრობს, რომ მერსისაიდელებმა შემტევი ტრიოდან: მანე-სალაჰი-ფირმინო, რომელიმე აუცილებლად უნდა გაყიდონ.

„გულშემატკივრები და სპეციალისტები ამბობენ - „ლივერპულის“ შემტევი სამეული ფორმაში არ არისო, მაგრამ უკვე ძალიან ბევრი დრო გავიდა, ამ პრობლემის არგუმენტად მოყვანა დაგვიანებულია.

გრძელდება საუბარი „ლივერპულის“ დაცვის ცენტრის გარშემო, მაგრამ მთავარი პრობლემა მეორე ბოლოშია - ვან დეიკი და გომესი მომავალი სეზონისთვის დაბრუნდებიან, მაგრამ მერსისაიდელთა ცნობილ თავდამსხმელთა ტრიოს რა ეშველება, არავინ იცის.

მიმდინარე სეზონში „წითლებს“ ბონუსივით დაეცათ თავს ჟოტა, რომელიც მაშინვე „ჩაჯდა“ კლოპის სტრუქტურაში და გატანაც დაიწყო. მაგრამ ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინათ ვამბობდი, რომ ეს სამეული უნდა დაიშალოს. იმიტომ რომ, არ შეიძლება სამეულმა ამდენ ხანს ერთად ითამაშოს.

თუ სხვა შემტევების ტრიოს შეხედავთ, ნახავთ, რომ ისინი მაქსიმუმ 2-3 წელიწადს თამაშობენ ერთად. „ლივერპულში“ კი ეს პრაქტიკა უკვე 4-5 წელიწადს გრძელდება. ის აუცილებლად უნდა დაიშალოს. სალაჰი, მანე და ფირმინო შეუდარებელნი იყვნენ, მაგრამ ახლა სხვა ვითარებაა. მათ ვიღაც უნდა დაეხმაროს და ვიმედოვნებ, ზაფხულში ეს პრობლემა გამოსწორდება. დამეთანხმებით, თუ გაიხსენებთ, რამდენი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა ამ სამეულმა მიმდინარე სეზონში.“ - ციტირებს კარაგერის სიტყვებს Liverpool Echo.

0.117284