ფეხბურთი

20:49 | 1.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატამდე ვაქცინით აირცებიან

იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატის წინ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრებიან. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

ორშაბათს 30-ზე მეტი ფეხბურთელი ორ ჯგუფად დაიყოფა (სამხრეთ და ჩრდილოეთ იტალიის ზონებიდან). ჩრდილოეთში მოთამაშე ფეხბურთელები მილანის, ხოლო სამხრეთელები რომის საავადმყოფოს ეწვევიან.

ვაქცინაცია იტალიის ხელისუფლებასთან და ჯანდაცვის მინისტრ რობერტო სპერანცასთან შეთანხმებით მოხდება. ვაქცინა ამ ეტაპზე მხოლოდ ფეხბურთელებისთვისაა განკუთვნილი იტალიის ნაკრების სტაფის წევრები ჯერჯერობით არ აიცრებიან.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფში თურქეთის, შვეიცარიისა და უელსის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

0.111473