სამხრეთ კორეის ჩემპიონატის მე-13 ტურში ვაკო ყაზაიშვილის „ულსან ჰიუნდაიმ“ „გვანჯუ“ 2:0 დაამარცხა, ქართველმა ფეხბურთელმა კი გოლი გაიტანა. ვაკომ შეუცვლელად ითამაშა და თავი მეორე ტაიმის დასაწყისში გამოიჩინა.
56-ე წუთზე მან ბურთი მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო და მარცხენა ფეხით ეფექტური გოლი გაიტანა, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ჩვენებური მოედანზე 85-ე წუთამდე იყო.
28 წლის ყაზაიშვილს K ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 9 მატჩში 2 გოლი და და 2 საგოლე პასი აქვს მითვლილი.
„ულსან ჰიუნდაის“ 13 ტურში 25 ქულა აქვს მოპოვებული, მეორე ადგილზეა და ლიდერ „იეონბუკს“ 3 ქულით ჩამორჩება.