ჩოგბურთი

13:55 | 1.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა გუშინ დაწყებული მატჩი დღეს მოიგო და ნახევარფინალში გავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებს. ქართველმა ჩოგბურთელმა მეოთხედფინალში ნორბერტ გომბოსის ბარიერი ადვილად, ორ სეტში დაძლია და ტურნირზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.

ბასილაშვილმა ორივე სეტი 6:4 მოიგო, საკუთარ ჩაწოდება არ წაუგია და ამრიგად, ორი ბრეკპოინტი თამაშის მოსაგებად საკმარისი გამოდგა.

აღსანიშნავია, რომ ეს მატჩი ჯერ კიდევ გუშინ დაიწყო, მაგრამ პირველი სეტის მიწურულს წვიმის გამო შეწყდა და შესაბამისად, დღეს გაგრძელდა, თუმცა დიდი და იძულებითი პაუზა ბასილაშვილისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი არ გამოდგა. 29 წლის ქართველმა 2 ეისი მიითვალა და ერთხელ ორმაგი შეცდომა დაუშვა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ნახევარფინალურ შეხვედრასაც დღეს ჩაატარებს და მისი მეტოქე ნორვეგიელი კასპერ რუუდი იქნება, რომელიც რეიტინგის 24-ე ნომერია და ტურნირზე მეორე ნომრადაა განთესილი. ისინი ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - ნორბერტ გომბოსი 2:0 (6:4, 6:4)

0.111226