რუსმა ტელეკომენტატორმა გენადი ორლოვმა განაცხადა, რომ სანქტ-პეტერბურგის „ზენიტმა“ ხვიჩა კვარაცხელიას შესაძენად ყველაფერი უნდა გააკეთოს და საქმეს ხელი სერიოზულად მოკიდოს.
„მე თვითონ ვისურვებდი, რომ ხვიჩას „ზენიტში“ ეთამაშა. ეს „ლოკომოტივიდან“ წასვლის დროსაც მინდოდა და მაშინ ალბათ 12 მილიონი ევრო ღირდა, ახლა კი უკვე - 20. ეს სერიოზული საქმეა, რომელშიც მედვედევმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა“, - თქვა ორლოვმა.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე 23 მატჩში 4 გოლი, 4 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტია. მას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.