სხვა

11:17 | 1.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს

დღეს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადამიანი, რომელიც, ჟურნალისტ ნინო ჯანგირაშვილის თქმით, მედიის წარმომადგენლების მიმართ, სოციალური ქსელების საშუალებით, მუქარის შემცველ კომენტარებს აქვეყნებს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელია.

უპირველსად, გვსურს აღვნიშნოთ, რომ კატეგორიულად ვემიჯნებით და ვგმობთ ყველა სახის ძალადობას, იქნება ეს ფიზიკური, თუ სიტყვიერი.

თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიმართულებით არაერთხელ გაჟღერდა ცრუ ბრალდება, ვფიქრობთ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება.

ჟურნალისტის მიერ დასახელებული ადამიანი არასდროს ყოფილა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელი!

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ნინო ჯანგირაშვილს დაუყოვნებლივ ეცნობა ამის შესახებ, თუმცა, მედიის წარმომადგენლებმა მტკიცებით ფორმაში მაინც განაგრძეს ამ ადამიანის ფედერაციის თანამშრომლად მოხსენიება, რაც ერთის მხრივ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, მეორე მხრივ კი, ცდილობს, პარალელის გავლებით, დარტყმა მიაყენოს ფეხბურთის ფედერაციას, რაც დაუშვებელია!

gff.ge

0.114851