ბელგრადის "ცრვენა ზვეზდა" სერბეთის ჩემპიონი არსებობის ისტორიაში 32-ედ გახდა. დეიან სტანკოვიჩის გუნდმა 34-ე ტურში "ვოივოდინა" შინ 1:0 დაამარცხა და ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე ჩემპიონობა იზეიმა.
"ცრვენა ზვეზდა" მეორეადგილოსან "პარტიზანს" 12 ქულით უსწრებს. 34 მატჩში სტანკოვიჩის გუნდმა 32 მოიგო და ორი ფრედ დაასრულა. ასევე, გუნდი ზედიზედ მეოთხედ გახდა სერბეთის ჩემპიონი.