ფეხბურთი

19:40 | 30.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად კანტე დაასახელეს

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველი ნ`გოლო კანტე გულშემატკივრებმა გამოკითხვის შედეგად ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

კანტეს კონკურენციას ქარიმ ბენზემა, კევინ დე ბრუინი და ანხელ დი მარია უწევდნენ. მადრიდის "რეალთან" ფრედ დასრულებულ შეხვედრაში კანტემ სტაბილურად ითამაშა და პასებს 86 პროცენტი სიზუსტით ასრულებდა. მიმდინარე სეზონში ფრანგმა ყველა ტურნირზე 42 მატჩი ჩაატარა და თავი სამი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.114045