კატალონიის „ბარსელონამ“ ოსკარ მინგესას კონტრაქტი გაუხანგრძლივა და ესპანელი მცველი კლუბში 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება.
მინგესას „ბარსასთან“ ხელშეკრულება 30 ივნისს ეწურებოდა და მხარეებმა ახალი 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს. მინგესას გამოსასყიდ თანხად ხელშეკრულებაში 100 მილიონი ევროა მითითებული.
შეგახსენებთ, რომ ოსკარ მინგესა „ბარსელონას“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში დებიუტი მიმდინარე სეზონში ჰქონდა. მან „ბლაუგრანას“ ღირსება დღემდე 35 შეხვედრაში დაიცვა და 2 გოლი გაიტანა.