ფეხბურთი

13:59 | 30.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ერიკ ტენ ჰაგმა "აიაქსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ამსტერდამის „აიაქსმა“ მთავარ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგს ახალი კონტრაქტი გაუფორმა და ნიდერლანდელი სპეციალისტი ამსტერდამულ გუნდში 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება.

შესაბამისად, ჭორები, რომ თიქოს, ტენ ჰაგი ზაფხულში ლონდონის „ტოტენჰემს“ ან ფრანკფურტის „აინტრახტს“ ჩაიბარებდა, გაქარწყლდა.

შეგახსენებთ, რომ ტენ ჰაგი „აიაქსში“ 2017 წლიდან მუშაობს და გუნდს 2019 წელს ერედივიზიონი მოაგებინა. მეორე ჩემპიონობასთან ის ძალიან ახლოსაა და დიდი შანსია მომავალ ტურში ტიტული ოფიციალურად გაინაღდოს. აღსანიშნავია, რომ „აიაქსს“ ერედივიზიონში დეკემბრის შემდეგ თამაში არ წაუგია.

0.118296