ფეხბურთი

13:27 | 30.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

კოუტინიო პრემიერლიგაში დაბრუნებასთან ახლოსაა

კატალონიის „ბარსელონას“ ფეხბურთელმა ფილიპე კოუტინიომ კარიერა შესაძლოა „ევერტონში“ გააგრძელოს. The Sun-ის ინფორმაციით, ინგლისური კლუბი მზადაა ბრაზილიელში 40 მილიონი ევრო გადაიხადოს და წინადადებაზე ესპანელებიც თანახმა არიან.

როგორც გამოცემა წერს, წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია და დიდი შანსია, რომ ზაფხულში ტრანსფერი გაოფიციალურდეს. ბევრი რამ კი მაინც იმაზე იქნება დამოკიდებული, რომელ პოზიციაზე დაასრულებს „ევერტონი“ პრემიერლიგაში მიმდინარე სეზონს.

კოუტინიომ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 14 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მას კარიერის საუკეთესო პერიოდი „ევერტონის“ მოძულე ბანაკში, „ლივერპულში“ აქვს გატარებული, სადაც 2012-2018 წლებში 201 მატჩში 54 გოლი გაიტანა.

სხვადასხვა პერიოდში ბრაზილიელს „ვასკო და გამაში, „ინტერში“, „ესპანიოლსა“ და „ბაიერნში“ უთამაშია, ხოლო ბრაზილიის ნაკრებში 63 შეხვედრაში 18 გოლი აქვს გატანილი.

0.120526