თამაშგარე

12:58 | 30.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

გერმანელი პორნო-ვარსკვლავის ავყიობანი

გერმანელი პორნო-ვარსკვლავი ბრიანა ბენქსი გრძელი ენითა და ავყიობით მუდამ გამოირჩეოდა. ამ ათას ქარ-ცეცხლში და მრავალი კარგი თუ ცუდი რამის მხილველ ქალს ცნობილ მამრებზე ისეთები აქვს ნალაპარაკევი, მისი ხელობისა და საქმიანობის ექსპერტი ქალისგანაც კი რომ იუხერხულებს ადამიანი.

ამასწინათ, ფროილაინ ბრიანამ ავტომრბოლელებზე ისაუბრა და არცთუ ხუმრობით თქვა რომ სპორტის ამ დიდებულ სახეობაში დაკავებული მამრების უმეტესობა დიდი სტრესების გადატანისა და მუდამჟამს დაძაბული ცხოვრების წესის გამო ხშირად იმპოტენტდება, რაც მას საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი.

ბრიანა ბენქსის მიერ წამოროშილი ეს სიტყვები გერმანულმა მედიამ ვეტერან ავტომრბოლელთან, რალფ შუმახერთან დააკავშირა, რომელსაც ამ ქალთან წარსულში ნამდვილად ჰქონდა მცირეხნიანი ურთიერთობა და მიუხედავად მისა, რომ ბრიანას კონკრეტული სპორტსმენები არ დაუსახელებია, ეჭვები სწორედ რალფზე მიიტანეს. ჭორი უკვე გავრცელებულია და ახლა მიდი და ამტკიცე, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა...

0.146785