ჩოგბურთი

4:58 | 30.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ATP-ს შეფს მასტერს 1000-ის ბალახის ტურნირი სურს

ATP-ს მიმდინარე კალენდარში, მასტერს 1000-ის სერიის სამი ტურნირი თიხნარ კორტებზე ტარდება, ექვსი ჰარდზე და არცერთი - ბალახზე. მაგრამ ATP-ს თავმჯდომარე ანდრეა გაუდენცი არ მალავს, რომ ერთი მასტერს 1000 ბალახზეც სურს. უფრო მეტიც, ის ორ კანდიდატს განიხილავს. ესენია ჰალეს (გერმანია) და ქვინზ კლაბის (ლონდონი, ბრიტანეთი) მასტერს 500 სერიის ტურნირები.

მასტერს 1000 სერიის ტურნირებს, დიდი სლემის შემდეგ, ყველაზე მაღალი კატეგორია აქვს. ამ სერიის ტურნირები, რაც ისინ 1990 წელს ჩამოყალიბდა, ბალახზე არასდროს ჩატარებულა. უიმბლდoნiს წინ, მხოლოდ ATP 500 da ATP 250 სერიის ტურნირები ტარდება გერმანიაში, ბრიტანეთსა და ჰოლანდიაში.

„პირადად მე მომწონს კონცეპცია, რომლის შესაბამისადაც, ბალახზე მასტერს 1000 სერიის ტურნირი ჩატარდება. ეს აქციონერებს და საბჭოს შევთავაზე. კარგი იქნება, თუ უიმბლდონის წინ, პრესტიჟული ტურნირი გვექნება. ჩვენ გვაქვს დიდი სლემი ბალახზე, მაგრა მასტერს 1000 - არა. კარგი იქნება, თუ ასეთი ტურნირი ბრიტანეთში გაიმართება“, - ამბობს გაუდენცი.

საფრანგეთის ღია პირველობის ერთი კვირით გადატანის გამო, ამ სეზონში ბალახის სეზონი ერთი კვირით დამოკლდა. თიხნარის დიდი სლემი 13 ივნისს დასრულდება, ორი კვირის შემდეგ კი, თუ რამე არ შეიცვალა, უიმბლდონი უნდა დაიწყოს“, - ამბობს გაუდენცი.

0.116886