უნგრეთის ჩემპიონატის 32-ე ტურში ბუდუ ზივზივაძემ ფანტასტიკური გოლი გაიტანა. „ფეჰერვარის“ 27 წლის ფორვარდმა ბუდაპეშტის მტკ-სთან შეძლო თავის გამოჩენა.
ბუდუ არ ყოფილა ძირითად შემადგენლობაში, მოედანზე 75-ე წუთზე გამოჩნდა, როცა ანგარიში 1:1 იყო და პირველი გოლის ავტორი შეცვალა. ქართველ ფეხბურთელს სულ რაღაც 36(!) წამი დასჭირდა შედევრის შესაქმნელად. ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო, დრიბლინგით საჯარიმოში შეიჭრა, მცველიც მოატყუა და მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა.
ბუდუს უნგრეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 29 შეხვედრაში 8 გოლი დაუგროვდა და ამასთან 7 საგოლე პასი აქვს გაკეთებული, მისმა გუნდმა კი მტკ 3:1 დაამარცხა.
„ფეჰერვარს“ 53 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, კონფერენს ლიგაზე გასასვლელად იბრძვის. ამასთან უნგრეთის თასის ფინალშია გასული, სადაც გიორგი ბერიძის „უიპეშტს“ დაუპირისპირდება. აქვე გეტყვით, რომ უნგრეთის თასზე ზივზივაძეს 5 თამაშში 3 გოლი აქვს გატანილი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რას ვიზამთ, ლეგენდარული ესპანეთი საფუძვლიანად ჩაბარდა წარსულს და ენრიკე ნაკრებისათვის რთულ პერიოდში ტყავიდან ძვრება რომ საინტერესო გუნდით წარსდგეს დიდ ფორუმზე.
რაღაცნაირად მესიმპათიურება ასეთი "ფურია როხა".
არ გამიკვირდება ჯგუფიდან 3 ადგილით რომ გავიდნენ. ამ საუკუნეში ყველაზე სუსტი გუნდი ჰყავთ ჩემი აზრით. მორატაზე უკეთესი თავდამსხმელი რომ არ ეყოლებათ
საული?
უშანსოდა წელს ესპანეთი
საინტერესო გუნდია მაგრამ ფავორიტებში ამათი განხილვა არ შეიძლება. წინა თაობების მაგალითზე დიდი რეგრესი აქვთ