მადრიდის „რეალის“ მცველი დანი კარვახალი დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს. „სამეფო კლუბის“ ვებგვერდის ინფორმაციით, ესპანელ მცველს მარჯვენა ფეხის კუნთი აქვს დაზიანებული.
სარეაბლიტაციო პერიოდი მინიმუმ 3 კვირას გასტანს, რაც პრაქტიკულად იმის მაუწყებელია, რომ კარვახალისთვის სეზონი დასრულდა.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში დანი კარვახალმა ყველა ტურნირზე 15 თამაში ჩაატაა და გოლი არ გაუტანია.
Please log in to post a comment Log in Or Register