კალათბურთი

20:38 | 29.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების კალენდარი ევრობასკეტზე ცნობილია

ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შემდეგ კალენდარიც ცნობილი გახდა. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში ასპარეზობას ბელგიის ნაკრებთან მატჩით დაიწყებს, რომელიც 2022 წლის 1 სექტემბერს გაიმართება. A ჯგუფის კალენდარი ასეთია:

1 სექტემბერი

ბელგია - საქართველო

ესპანეთი - ბულგარეთი

თურქეთი - რუსეთი

3 სექტემბერი

საქართველო - ესპანეთი

რუსეთი - ბელგია

ბულგარეთი - თურქეთი

4 სექტემბერი

ბულგარეთი - რუსეთი

თურქეთი - საქართველო

ესპანეთი - ბელგია

6 სექტემბერი

ბელგია - თურქეთი

რუსეთი - ესპანეთი

საქართველო - ბულგარეთი

7 სექტემბერი

საქართველო - რუსეთი

თურქეთი - ესპანეთი

ბულგარეთი - ბელგია

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატი 2022 წლის 1-18 სექტემბერს გაიმართება. A ჯგუფის მატჩებს თბილისი უმასპინძლებს, B ჯგუფს კიოლნი, C ჯგუფს მილანი D ჯგუფს - პრაღა. პლეი-ოფის მატჩები კი ბერლინშია დაგეგმილი. თითოეული ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო გუნდი გავა და 16 ნაკრები ასპარეზობს პლეი-ოფში, მერვედფინალური ეტაპიდან გააგრძელებენ. აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე აქამდე ოთხჯერ - 2011, 2013, 2015 და 2017 წლებში ზედიზედ ოთხჯერ აქვს ნათამაშები.

0.116652