ჩოგბურთი

19:07 | 29.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის ტურნირის მეოთხედფინალში ითამაშებს

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის ტურნირის მეოთხედფინალში ითამაშებს. 29 წლის ნიკოლოზმა მერვედფინალში რეიტინგის 115-ე ნომერი, კოლუმბიელი დანიელ რივეროსი უპრობლემოდ დაამარცხა.

ბასილაშვილი ფავორიტად მიიჩნეოდა და ტურნირზე მე-5 ნომრად განთესილმა ქართველმა მეტოქეს საათსა და 18 წუთში მართლაც იოლად, 6:4, 6:2 მოუგო. ამრიგად, მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ქართველმა 1 ეისი შეასრულა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო მეტოქეს თითო ეისი და ორმაგი შეცდომა ჰქონდა.

აქვე გეტყვით, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიუნხენში 1/16 ფინალში ბრაზილიელი ტიაგო მონტეიროც ორ სეტში დაამარცხა (6:2, 6:3), ხოლო მეოთხედფინალში სლოვაკ ნორბერტ გომბოსს შეხვდება (30 აპრილს), რომელთანაც აქამდე ერთხელ უთამაშია და 2020 წელს ვენის ტურნირზე ორ სეტში დამარცხდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - დანიელ რივეროსი 2:0 (6:4, 6:2)

0.116927