გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ევროპის 2022 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. შედეგად, საქართველოს ნაკრების მეტოქეები და ის 5 გუნდი, რომელიც თბილისში ჩამოვა.
წილისყრამდეც ცნობილი იყო, რომ საქართველოს ნაკრების ჯგუფში რუსეთისა და თურქეთის ნაკრებები ითამაშებდნენ. წილისყრის შედეგად კი კიდევ სამი ნაკრების ვინაობა გახდა ცნობილი - ესპანეთი, ბელგია და ბულგარეთი.
ევრობასკეტის წილისყრის შედეგები ასეთია:
A ჯგუფი
ესპანეთი, რუსეთი, თურქეთი, საქართველო, ბელგია, ბულგარეთი
B ჯგუფი
საფრანგეთი, ლიეტუვა, სლოვენია, გერმანია უნგრეთი, ბოსნია
C ჯგუფი
საბერძნეთი, იტალია, ხორვატია, უკრაინა, ესტონეთი, დიდი ბრიტანეთი
D ჯგუფი
სერბეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, ფინეთი, ისრაელი, ნიდერლანდები
შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატი 2022 წლის 1-18 სექტემბერს გაიმართება. A ჯგუფის მატჩებს თბილისი უმასპინძლებს, B ჯგუფს კიოლნი, C ჯგუფს მილანი D ჯგუფს - პრაღა. პლეი-ოფის მატჩები კი ბერლინძია დაგეგმილი. თითოეული ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო გუნდი გავა და 16 ნაკრები ასპარეზობს პლეი-ოფში, მერვედფინალური ეტაპიდან გააგრძელებენ. აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე აქამდე ოთხჯერ - 2011, 2013, 2015 და 2017 წლებში ზედიზედ ოთხჯერ აქვს ნათამაშები.