კალათბურთი

23:55 | 28.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 6 ქულა და ცსკა ევროლიგის ოთხთა ფინალში

მოსკოვის ცსკა ევროლიგის ოთხთა ფინალში ითამაშებს. რუსულმა გუნდმა მეოთხედფინალში სტამბოლის „ფენერბახჩე“ სერიაში ძალიან ადვილად, 3:0 დაამარცხა და ოთხეულში ადგილი დამსახურებულად მოიპოვა.

სერიის მესამე მატჩი მოსკოველებმა სტამბოლში იოლად, 85:68 მოიგეს და იგორ კოკოშკოვის გუნდი ევროლიგის მიღმა დატოვეს.

თორნიკე შენგელიამ 26:37 წუთში 6 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 5-დან 1 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 2-დან საჯარიმო ჩააგდო, შედეგად გასაკვირი არაა, რომ მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი მხოლოდ 1-ს გაუტოლდა.

პარკეტზე საუკეთესო უილ კლაიბერნი იყო, რომელმაც 34 ქულა და 7 მოხსნა (38 მარგი ქმედების კოეფიციენტი) დააგროვა, ხოლო იფე ლუნდბერგმა 22 ქულა, 7 მოხსნა, 5 პასი და 4 ჩაჭრა 32 მარგი ქმედების კოეფიციენტით მიითვალა. ამრიგად, ცსკა ოთხთა ფინალშია, რომლის ყველა მონაწილე მოგვიანებით გაირკვევა.

0.158265