ჭიდაობა

21:45 | 28.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლადო ხინჩეგაშვილი ოლიმპიადაზე ვერ იჭიდავებს

საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრების მოჭიდავე ლადო ხინჩეგაშვილი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობას ვერ მიიღებს. 2016 წლის ოლიმპიურ ჩემპიონს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. 65 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ლიცენზია მოპოვებული არ აქვს და 6-9 მაისს სოფიაში სალიცენზიო ტურნირი გაიმართება, თუმცა ხინჩეგაშვილი მასში კორონავირუსის გამო ვერ იჭიდავებს. ამ ეტაპზე უცნობია, ვინ შეცვლის 30 წლის სპორტსმენს.

შეგახსენებთ, რომ ლადო ხინჩეგაშვილი ოლიმპიადაზე ოქროსა და ვერცხლის, მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს, ხოლო ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მფლობელია.

0.134757