მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი მადრიდის მასტერსს გამოტოვებს. აღნიშნული ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა გაავრცელა. ნოვაკი ტურნირის მოქმედი ჩემპიონია, რომელიც გასულ წელს კორონავირუსის გამო გაუქმდა.
ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობის მოგების შემდეგ გრუნტის საფარზე ასპარეზობა მონტე კარლოს მასტერსზე დაიწყო და დანი ევანსთან დამარცხდა. ამის შემდეგ კი სერბეთის ღია პირველობაზე იასპარეზა, სადაც ნახევარფინალში ასლან კარაცევთან წააგო.
ნოვაკ ჯოკოვიჩი საფრანგეთის ღია პირველობამდე აპირებს მონაწილეობა მიიღოს რომის მასტერსზე და ბელგრადის ღია ტურნირზე. როლან გაროსი კი 30 მაისს დაიწყება.