ფეხბურთი

16:55 | 28.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

საჩხერის „ჩიხურას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ყავს. დღეიდან იმერულ გუნდს სათავეში ვლადიმერ ზაბახიძე ჩაუდგება. ინფორმაცია გუნდმა სოციალურ ქსელში ოფიციალურად დაადასტურა.

ის წლების განმავლობაში ,,ჩიხურას" აკადემიას ხელმძღვანელობდა , ბოლოს კი ვახტანგ თურმანიძის თანაშემწე იყო. ვლადიმერი UEFA PRO ლიცენზიის მფლობელია და გავლილი აქვს 2017 წელს უეფას საფეხბურთო მენეჯმენტის კურსები.

შეგახსენებთ, რომ „ჩიხურას“ ბოლოს ვახტანგ თურმანიძე წვრთნიდა, რომელმაც დაკავებული პოსტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა და ამიერიდან გუნდის აკადემიას უხელმძღვანელებს.

მან იმერული გუნდი 2020 წლის იანვარში ჩაიბარა, თუმცა მისი მუშაობის დროს „ჩიხურა“ ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითდა, სადაც 9 შეხვედრაში მხოლოდ 4 ქულა აქვს და ბოლო ადგილზე იმყოფება.

0.113452