ფეხბურთი

16:27 | 28.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

მარსელო არჩევნებზე დამკვირვებელია და ამ მიზეზით ალბათ "ჩელსისთან" ვერ ითამაშებს

მადრიდის „რეალმა“ ლონდონის „ჩელსისთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში შესაძლოა მარსელოს გარეშე ითამაშოს.

ბრაზილიელი ფეხბურთელ 4 მაისს მადრიდში ჩანიშნულ არჩევნებზე საარჩევნო უბნის დამკვირვებლად არის დანიშნული. ის შემთხვევითი პრინციპით მოხვდა დამკვირვებელთა შორის და გუნდს ალბათ ლონდონში ვერ გაჰყვება.

თუმცა, „რეალის“ ხელმძღვანელობამ საარჩევნო კომისიას მიმართა თხოვნით, რომ მარსელოს სტატუსი მოუხსნან. ჯერჯერობით პასუხი უცნობია, მაგრამ ესპანური მედიის ცნობით, დიდი შანსია, რომ „სამეფო კლუბის“ მოთხოვნა არ დააკმაყოფილონ.

შეგახსენებთ, რომ „რეალს“ მარცხენა მცველი ფერლან მენდი დაშავებული ჰყავს და მარსელომ „ჩელსისთან“ პირველ მატჩში ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.

0.118799