ფეხბურთი

15:51 | 28.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ანორთოსისმა" თემურ ქეცბაიას გარეშე ივარჯიშა

ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ დღეს თემურ ქეცბაიას გარეშე ივარჯიშა. აღნიშნულ ინფორმაციას კვიპროსული მედია ავრცელებს. მიზეზი კი ისაა, რომ ქართველ სპეციალისტს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

ქეცბაია ნიქოზიის „ოლიმპიაკოსთან“ მატჩის დაწყებამდე შეუძლოდ გახდა და ძლიერ სისუსტეს გრძნობდა, თამაშის შემდეგ ის საავადმყოფოში გამოკვლევაზე გადაიყვანეს და გაირკვა, რომ ყველაფერი კარგად იყო.

თუმცა, ქეცბაიას დასვენება მაინც გამოუწერეს და ამიტომაც, სახლში იმყოფება და გუნდიც მის გარეშე ემზადება. „ანორთოსისი“ უახლოეს მატჩს 5 მაისს აელ-თან გამართავს, ხოლო სეზონის მთავარი თამში 15 მაისს ელოდება, როდესაც კვიპროსის თასის ფინალში „ოლიმპიაკოსს“ დაუპირისპირდება.

0.113651