ფეხბურთი

15:09 | 28.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფერგიუსონი: "მანჩესტერში" ტოტის დამატება მინდოდა, მაგრამ მას "რომას" დატოვება არ სურდა"

ევროპა ლიგის ნახევარფინალში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „რომას“ დაუპირისპირდება და მატჩის წინ კომენტარი სერ ალექს ფერგიუსონს სთხოვეს, რომელსაც 2007 წელს იტალიურ კლუბთან 7:1 აქვს მოგებული.

ლეგენდარულმა შოტლანდიელმა „რომას“ ლეგენდაზე, ფრანჩესკო ტოტიზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი დამატება სურდა, მაგრამ მან „ჯალოროსის“ დატოვება არ ისურვა.

„ჩვენ მოგვწონდა ტოტი და გვინდოდა დაგვემატებინა, მაგრამ როდესაც დავინტერესდით, მაშინვე გაიკრვა, რომ ტოტის „რომას“ დატოვება არ სურდა. იგი ღრმად იყო მიჯაჭვული თავის ქალაქზე. მისი CV ყველაფერზე ნათლად მეტყველებს: ტოტიმ მთელი კარიერა მხოლოდ „რომას“ მაისურში გაატარა“, - თქვა სერ ალექსმა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერისა“ და „რომას“ მატჩი 29 აპრილს გაიმართება.

0.111503