ფეხბურთი

11:41 | 28.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ლონდონის „ჩელსისთან“ (1:1) მატჩი შეაფასა. ფრანგი სპეციალისტი თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილი იყო და თქვა, რომ ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს.

„პირველი ტაიმი ძალიან რთული იყო, მეორე ნახევარში კი შევძელით უკეთ თამაში და სიტუაციის კონტროლი. მეტოქე სწრაფად თამაშობდა და თამაში კარგად დაიწყო. თუმცა, მეორე ტაიმში ჩვენ იუფრო ხშირად ვფლობდით ინიციატივას.

ბრძოლა გრძელდება, მთლიანობაში კი კმაყოფილები ვართ. „ჩელსი“ ნახევარფინალში შემთხვევით არაა, ძლიერი გუნდია, ბრძოლა იქნება საჭირო, მაგრამ ჩვენ მხოლოდ საპასუხო მატჩის მოგებაზე ვიფიქრებთ. ჩემმა ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს“, - თქვა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი 5 მაისს ლონდონში გაიმართება. ზინედინ ზიდანს ტომას ტუხელის წინააღმდეგ გამარჯვება არ მოუპოვებია (ოთხჯერ ფრე დაფიქსირდა, ერთხელ გერმანელმა მოიგო).

0.114977