ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა მადრიდის „რეალთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. გერმანელი სპეციალისტი გულდაწყვეტილი იყო, რადგან მიიჩნევდა, რომ მის გუნდს უნდა მოეგო.
„კარგად დავიწყეთ მატჩი, თამამები ვიყავით და ხარისხიც ვაჩვენეთ. გამარჯვება დავიმსახურეთ, გვქონდა ამის შანსი. სამწუხაროდ, მეტოქემ სტანდარტული მდგომარეობიდან გაგვიტანა და სხვა არაფერი შეუქმნია.
თამაშის მეორე ნაწილში ფეხბურთელებს დაღლილობა დაეტყოთ, ბევრი დრო არ იყო გასული „ვესტ ჰემთან“ რთული მატჩიდან. მინიმუმ კიდევ ერთ გოლი უნდა გაგვეტანა, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოგვივიდა. ამიტომ, შედეგს უნდა შევეგუოთ“, - თქვა ტუხელმა.
შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი ლონდონში 5 მაისს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ტომას ტუხელს მადრიდის „რეალთან“ და ზინედინ ზიდანთან არასდროს წაუგია (1 მოგება, 4 ფრე).