ფეხბურთი

23:36 | 27.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

აზარის ყოფილი აგენტი: "რეალი" შეცდომა იყო, "ბარსელონაში" საუკეთესო გახდებოდა"
"რეალში" გადასვლა ჰიმალაიზე შიშველი ხელებით ასვლას ჰგავდა"

ედენ აზარის ყოფილმა აგენტმა ჯონ ბიკომ განაცხადა, რომ ბელგიელის „რეალში“ გადასვლა შეცდომა იყო და მას არჩევანი „ბარსელონაზე“ უნდა შეეჩერებინა. როგორც ის მიიჩნევს, კრიშტიანუ რონალდუს შემცვლელად „რეალში“ გადასვლა ჰიმალაიზე შიშველი ხელებით ასვლას ჰგავდა.

„იმ მომენტში „რეალში“ გადასვლა შეცოდმა იყო. ეს მისი არჩევანი გახლდათ, მან ეს გულით გააკეთა, მაგრამ მოტივის გარეშე. ის „ჩელსიდან“ ერთი წლით ადრე ან მერე უნდა წასულიყო, თუმცა, კრიშტიანუ რონალდუს შემცვლელის სტატუსით არ უნდა წასულიყო. მისი წასვლის შემდეგ „რეალში“ გადასვლა ჰიმალაიზე შიშველი ხელებით ასვლას ჰგავდა. გარდა ამისა, ედენ აზარი არ არის „რეალის“ ფეხბურთელი, ის „ბარსელონას“ უფრო ერგება. „რეალის“ თამაშის სტილი არ შეესაბამება მის თვისებებს, „ბარსაში“ უფრო მეტი თავისუფლება ექნებოდა, ბურთი მუდმივად მის ფეხში იქნებოდა და მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა“, - თქვა ბიკომ.

შეგახსენებთ, რომ ედენ აზარი „რეალს“ 2019 წლის ზაფხულში შეუერთდა, მაგრამ მოლოდინი ვერ გაამართლა და ტრავმების გამო მას ამ პერიოდში ძალიან დიდი დრო გაუცდა. ბელგიელის ანგარიშზე „სამეფო კლუბის“ მაისურით ჩატარებულ 37 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111445