ესპანეთის პროფესიულ საკალათბურთო “ლიგა ენდესაში” საუკეთესო მოთამაშისა და სიმბოლური ხუთეულების გამოვლენა დაიწყო. საუკეთესო მოთამაშე გამოკითხვის შედეგად გამოვლინდება, რომელშიც მონაწილეობას ლიგა ენდესას მოთამაშეები, მწვრთნელები, ფანები და ჟურნალისტები მიიღებენ.
ლიგის ხელმძღვანელობამ მოთამაშეები 3 პოზიციაზე გაანაწილა – უკანახაზელები (20 მოთამაშე), შუახაზელები (25) და წინახაზელები (25). ფანების გამოკითხვა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ხმის მიცემა, 27 აპრილს დაიწყო და 14 მაისამდე გაგრძელდება. ზემოთნახსენები 4 სეგმენტიდან თითოეულ (მოთამაშეები, მწვრთნელები, ჟურნალისტები, ფანები) 25-პროცენტიანი ძალა აქვს. შესაბამისად, საუკეთესო მოთამაშე გამოვლინდება საერთო ჯამში მიღებული ხმების (პროცენტების) მიხედვით.
გამოკითხვა წარმოებს Instagram-ისა Tweeter-ის გვერდებზე. უნდა შეხვიდეთ აღნიშნულ აპლიკაციებში ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურ გვერდებზე (ACB.COM) და შესაბამისი გამოკითხვის ბანერის ქვეშ დაწეროთ კომენტარი #MVPMovistar Giorgi Shermadini. გამოკითხვაში მონაწილეობენ ასევე საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელები – თად მაკფადენი და კონერ ფრენკამპი.
გამოკითხვა იწარმოებს ასევე ესპანური ლიგის სპეციალურ აპლიკაციაში, რომლის ჩამოტვირთვაც როგორც ანდროიდის, ისე IOS-ის მომხმარებლებს ტელეფონიდან შეგეძლებათ:
გიორგი შერმადინი მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტჯერ – 13-ჯერ გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე, სამჯერ ტურის MVP, ხოლო თვის საუკეთესო კალათბურთელის ტიტული სამჯერ – ოქტომბერში, იანვარში და მარტში მოიგო. საერთო სარგებლიანობის ინდექსით, რითაც მატჩის საუკეთესო მოთამაშეს ავლენენ, შერმადინი ლიგაში პირველ ადგილზეა და დამაჯერებლად უსწრებს მდევარ ონდრეი ბალვინს.
თითო ხმა ორად ჩაითვლება ლიგა ენდესას მიერ სპეციალურად შერჩეულ პერიოდში, რომელიც 6-დან 11 მაისის ჩათვლით, დღის 15:00-17:00 საათების განმავლობაშია.
გაითვალისწინეთ, რომ ხმის მიცემა ნებისმიერი საშუალებით შესაზლებელია დღეში (24 საათში) ერთხელ.
GBF.GE