ფეხბურთი

18:44 | 27.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: "პსჟ-ს ფინალში გასაყვანად ყველაფერს გავაკეთებ"

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელმა ნეიმარმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ბრაზილიელი ფეხბურთელის განცხადებით, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ თავისი გუნდი ფინალში გაიყვანოს.

„დაძაბული თამაში იქნება, „მანჩესტერ სიტი“ შესანიშნავი გუნდია და ასეთ დონეზე ადვილი მატჩები არ არსებობს. ისეთივე რთული თამაში გველის, როგორც „ბაიერნთან“, მაგრამ ვეცდებით, საუკეთესოდ ვითამაშოთ. თავს მშვენივრად ვგრძნობ, ბედნიერი ვარ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პსჟ ფინალში გავიდეს. მიუნხენის „ბაიერნი“ უკვე დავამარცხეთ და ახლა ყველაფერს გავაკეთებთ „მანჩესტერ სიტის“ დასამარცხებლად.

ჩვენ წლიდან წლამდე ვითარდებით. გასულ წელს ფინალში ვიყავით, ახლაც ფინალის შანსი გვაქვს და პსჟ-ს გულშემატკივრები პატივს სცემენ, მათ უკვე იციან, რომ ეს არის კლუბი, რომელიც ევროპის საუკეთესო ხუთეულში შედის. ჩემი მთავარი მიზანი კი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და არა „ოქროს ბურთის“. მინდა, რომ ჩემპიონთა ლიგა მოვიგო. ახალი კონტრაქტი? მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რამდენიმე დღის წინაც ვისაუბრეთ, ვფიქრობ, ახლა მეტის თქმა არ შეიძლება, ბედნიერი ვარ და გუნდთან კონტრაქტი კიდევ 1 წელი მაკავშირებს“, - თქვა ნეიმარმა.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენი“ – „მანჩესტერ სიტის“ შეხვედრა 28 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111728