ჩოგბურთი

17:24 | 27.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის ტურნირის მერვედფინალში გავიდა

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიუნხენის ტურნირზე ასპარეზობა დაიწყო და წარმატებული სტარტიც გამოუვიდა. ნიკოლოზმა, რომელიც ტურნირზე მეხუთე ნომრადაა განთესილი 1/16 ფინალში ბრაზილიელი ტიაგო მონტეიროს ბარიერი ძალიან ადვილად დაძლია.

შეხვედრა საათსა და 21 წუთს გაგრძელდა, ბასილშვილმა კი ორ სეტში 6:2, 6:3 მოიგო და აქედანაც ნათლად ჩანს, რომ საკმაოდ იოლი თამაში ჰქონდა. 29 წლის ჩოგბურთელმა 2 ეისი შეასრულა და 4 ორმაგი შეცდომაც დაუშვა, ხოლო მეტოქეს 2-2 ეისი და ორმაგი შეცდომა დაუგროვდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის ტურნირის მერვედფინალში კოლუმბიელი დანიელ ელაჰი გალან რივეროსისა და ამერიკელი სებასტიან კორდას წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - ტიაგო მონტეირო 2:0 (6:2, 6:3)

0.112622