ფეხბურთი

15:17 | 27.04.2021 | ნანახია NaN - ჯერ

ფლიკმა „ბაიერნის“ მოთამაშეებს, გულშემატკივრებს და ხელმძღვანელობას მიმართა

„ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა, რომელსაც ამ თანამდებობაზე მომავალი სეზონიდან „ლაიფციგის“ ამჟამინდელი თავკაცი, იულიან ნაგელსმანი შეცვლის, კლუბის წევრებს მიმართა.

„ბოლო ორი წელიწადი ჩემთვის დაუვიწყარი იქნება. ემოციები, გამარჯვებები, ტიტულები, ყოველდღიური მუხლჩაუხრელი მუშაობა - ყველაფერი ეს განუზომელ სიამოვნებას მანიჭებდა.

მაგრამ წარმატება მხოლოდ ერთობლივ მუშაობას მოაქვს. მწვრთნელი არაფერია გუნდის გარეშე და ბედნიერი ვარ, რომ აქ, მიუნხენში, ფანტასტიკური ფეხბურთელები, პერსონალი და სამწვრთნელო შტაბი შემხვდა.

მადლობა ბიჭებო. განსაკუთრებული მადლობა პრეზიდენტ ჰერბერტ ჰაინერს, მთელ დირექტორთა შემადგენლობას: კარლ-ჰაიც რუმენიგეს, ოლივერ კანს და ჰასან სალიჰამიჯიჩს, ასეთი უნიკალური შანსისთვის.

ვწუხვარ, რომ პანდემიის განო, გულშემატკივრებთან ერთად ჯეროვნად ვერ აღვნიშნეთ ეს წარმატებები.“ - ციტირებს ფლიკის სიტყვებს „ბაიერნის“ პრესსამსახური.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:13 | 10.12.2021
kakhaberry (2630)

ბარსას სავარაუდო მეტოქეები?
თუ ა, ჰო ))

02:26 | 09.12.2021
Kobe Bean (21687)

ბურთების სხვაობა 2-9-ზე მინუს 7,აზრზე ხართ ხოლოდ 2 გატანილი გოლი 6 თამაშში.პირველ ორ ტურში საერთოდ ნოლი კარში დარტყმა და 21-ე საუკუნეში პირველად ჯგუფში ჩარჩენა.ბარსელონაზეა აქ საუბარი და არა რომელიმე პატარა გუნდზე.რა შეიცვალა ბარსაში წინა სეზონთან შედარებით?მესი წავიდა.თავად გამოიტანეთ დანარჩენი დასკვნები და მერე იპროფესორეთ

02:30 | 09.12.2021
Kobe Bean (21687)

და თან ეს ამბები ხდება ბენფიკა-კიევის ჯგუფში.იმასაც ხო გააჩნია რა ჯგუფში რჩები და რა ჯგუფში აფიქსირებ 2-9 ბალანსს ბურთებში.ბენფიკამ ჩატოვა ჯგუფში და არა რომელიმე ძლიერმა გუნდმა.ეხლა გადახედეთ კრისტინას წასვლის შემდეგ რა შედეგები დადეს მაგისმა გუნდებმა ლიგაზე გინდ მანჩესტერმა გინდ რეალმა და გინდ იუვემ

02:07 | 09.12.2021
Bachana705 (373)

ჩელსის ყველაზე ნაკლები ვარიანტები გამოუვიდა. ეგრეც არის.
რეალი გაასწორებდა უფრო.

0.064757