ფეხბურთი

16:51 | 27.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

უეფა თანახმაა ევროპის ჩემპიონატზე გუნდების შემადგენლობის განაცხადი გაზარდოს

უეფა ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებებს განაცხადში უფრო მეტი ფეხბურთელის შეყვანის ნებართვას მისცემს, ვიდრე აქამდე იყო დაშვებული.

როგორც ცნობილი გახდა, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია კორონავირუსის პანდემიის გამო თანახმაა, თითოეულმა ნაკრებმა ევრო 2020-ზე განაცხადში 26 ფეხბურთელი შეიყვანოს. აქამდე ქვოტა 23-ს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020 გასულ ზაფხულს უნდა გამართულიყო, მაგრამ კოვიდპანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო და ევროპის ჩემპიონატი 11 ივნისს დაიწყება. გახსნით მატჩში იტალიის ნაკრები თურქეთის ნაკრებს რომში უმასპინძლებს.

თეგებიევრო 2020
0.113464